ჩრდილოეთ კორეას საკვების გარეშე ტოვებენ
13:53:08     29-03-2012
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იუწყება, რომ მზად არის ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტოს ჩრდილოეთ კორეას. ასეთ გადაწყვეტილებამდე ამერიკის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის გეგმებმა, მეტეოროლიური თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით მიიყვანა. პენტაგონში კი ვარაუდობენ, რომ ეს არის მანევრი გრძელი რადიუსის მოქმედების მქონე ბალისტიკური რაკეტების გაშვების დასაფარად.
ინფორმაცია სამხრეთ კორეისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, 28 მარტს ოფიციალურად გაავრცელა პენტაგონის წარმომადგენელმა, პიტერ ლავოიმ, რომელიც ამავდროულად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კურატორიც გახლავთ. მან აღნიშნა, რომ ჩრდილო კორეის ხელისუფლება არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს და არღვევენ წარსულში მიღწეულ შეთანხმებებს, საბრძოლო იარაღის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიკტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით კანონიერად არ არის დადგენილი, მაგრამ თუ კორეა საკუთარ გეგმებზე უარს არ იტყვს, იგი შესაძლოა მშიერიც კი დარჩეს. „ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ჩვენთან მოლაპარაკებები აწარმოა ატომურ იარაღთან დაკავშირებით. კონსესუსის მიღწევის შემდეგ კი საკუთარი პოზიციები შეცვალა. ეს კი მეტად რთული სიტუაციაა და უნდობლობასა იწვევს“, - დასძინა ნულანმა.
2005 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას ერთხელ უკვე შეუწყვიტა დახმარება, რადგან პენტაგონში ეჭვი შეეპარათ, რომ დახმარება ადრესატამდე მიდიოდა. 2008 წელს ჰუმანიტარული პროგრამა კვლავ აღადგინეს, მაგრამ 2009 წლის დასაწყისში ფხენიანმა თავად თქვა უარი დახმარებაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამის შემდეგ ქვეყანას მეტად გაუჭირდა და დასახმარებლად კვლავ საზღვარს მიღმა მყოფ ქვეყნებს მიმართა.
ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა თანამგზავრის „კვანმიონსონ-3“-ის გაშვებას 12-დან 16 აპრილამდე გეგმავს, ეს კი კიმ ჩენ სენას დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად უნდა მოხდეს. საგულისხმოა, რომ ჩრდილოეთ კორეა ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე სამხრეთ კორეას, იაპონიასა და გაეროსაც კი აღუთქვამდა, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. პირობების შეუსრულებლობის გამო იაპონიაში უკვე იგრძნობა სამხედრო მზადყოფნა, ანალოგიური ვითარება შეიმჩნევა სეულშიც.