ვაშლის შტრუდელი
09:36:02     29-03-2012
მასალა ცომისთვის:
250 გრამი ფქვილი
მწიკვი მარილი
1 ცალი კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი ზეთი
125 გრამი წყალი
მასალა შიგთავსისთვის:
1,5 კილოგრამი ვაშლი
3 სუფრის კოვზი ლომონის წვენი
2 პაკეტი ვანილიანი შაქარი
75 გრამი ქიშმიში
50 გრამი ნუში
250 გრამი ხაჭო
1 ცალი კვერცხის გული
2-3 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
ფქვილს შევურიოთ მწიკვი მარილი, კვერცხის გული, ზეთი, თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. დავაგუნდავოთ, წავუსვათ ზეთი, დავდოთ თეფშზე, დავაფაროთ თბილი ჯამი და გავაჩეროთ 30 წუთით.
ამასობაში წვრილად დაჭრილ ვაშლს დავასხუროთ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ შაქარი, ქიშმიში და დაჭრილი ნუში. ხაჭო, კვერცხი და მანანის ბურღული ცალკე ავზილოთ.
ცომი ვზილოთ მანამ, სანამ ბზინვას არ დაიწყებს. შემდეგ ტილოს მოვაყაროთ ფქვილი, მასზე თხლად გავაბრტყელოთ ცომი, თანაბრად წავუსვათ ხაჭოიანი მასა, მოვაყაროთ ცოტაოდენი დარიჩინი, მოვაწყოთ ვაშლის მასა და ტილოს დახმარებით გადავახვიოთ ცომი. რულეტი გადავიტანოთ ყალიბში 40-45 წუთი ვაცხოთ გახურებულ ღუმელში.