ნამცხვარი ნაღების კრემით
09:42:54     28-03-2012
მასალა:
200 გ დარბილებული კარაქი
100 გ შაქარი
6 ცალი კვერცხი
120 გ კაკაო
250 გ დაფქული თხილი
3/4 ჩ/კ ცომის საფხვიერებელი ან სოდა
400 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
1 ს/კ შაქრის პუდრა
2 მწიკვი ლიმონის მჟავა
200 გ წითელი მოცხარი
ცხიმი ფორმისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთში აურიეთ კაკაო, თხილი, სოდა და შეურიეთ მიღებულ მასას. ცომი მოათავსეთ ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთი. გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან, აცადეთ ბოლომდე გაცივება.
ნაღები შაქრის პუდრასთან და ლიმონის მჟავასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კოვზით დაუმატეთ წითელი მოცხარის მარცვლები და ფრთხილად მოურიეთ. ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი. წაუსვით ნაღების კრემი და დადგით გრილ ადგილას მინიმუმ 2 საათით. მოსართავად გამოიყენეთ წითელი მოცხარის მარცვლები და შოკოლადის ორნამენტები.