ეტიუდების ფესტივალი
04:25:38     26-03-2012
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 26- 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს ატარებს ეტიუდების ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტური ეტიუდები.
ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტები.
ფესტივალი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე გახსნება.
ეტიუდების ფესტივალს გახსნის 2011წლის ფესტივალზე გამარჯვებული ეტიუდების და 2012 წლის საფესტივალო სამსახიობო ეტიუდების ჩვენება.
ხოლო, 27 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ფესტივალი საფესტივალო სარეჟისორო ეტიუდების ჩვენებით დაიხურება. ასევე, ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება გაიმართება. საფესტივალო ნომინაციები:
1. ფესტივალის მთავარი პრიზი - საუკეთესო ეტიუდი;
2. საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი;
3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი;
4. საუკეთესო მსახიობი ქალი;
5. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი;
6. სტუდენტური ჟიურის სიმპათია.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა , რომელიც თეატრის საერთაშორისო დღის, 27 მარტის აღსანიშნავად უკვე მეოთხე წელია ტარდება. სტუდენტურ ფესტივალზე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო თუ სარეჟისორო სპეციალობის I-III კურსების სტუდენტები საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
ორგანიზატორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა;
მხარდამჭერები:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქ. თბილისის მერია.