თბილისი ინდონეზიის კულტურის დღეებს მასპინძლობს

  10:41:39     23-03-2012

თბილისი ინდონეზიის კულტურის დღეებს მასპინძლობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ინდონეზიის საელჩოს ორგანიზებით, 23 მარტს, 19:00 საათზე , ალ.გრიბოედოვის სახელობის დრამის თეატრში ინდონეზიის კულტურის დღეები გაიხსნება.

მსახიობთა დასი რვა მოცეკვავისა და ერთი ვოკალისტის შემადგენლობით სცენაზე ინდონეზიურ ფოლკლორს წარმოადგენს. კონცერტის დაწყებამდე ქართველ მაყურებელსა და მოწვეულ სტუმრებს ინდონეზიელები ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდებიან.

ღონისძიება ინდონეზიური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას ითვალისწინებს.

მეგობრობისა და თანამშრომლობის ნიშნად, უახლოეს პერიოდში ქალაქ ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს გახსნა იგეგმება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ინდონეზიის საელჩოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წყარო