ნამცხვარი “მაზურკა” ქიშმიშით
10:00:38     23-03-2012
მასალა:
3 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა შაქარი
1 ჩაის ჭიქა ქიშმიში
1 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
დანის პირი საჭმელი სოდა
სამი კვერცხის გული და ცილა გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქართან, გათეთრდებამდე. შემდეგ დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა კარგად გარეცხილი და გამშრალებული ქიშმიში, 1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ფქვილი, დანის პირი საჭმელი სოდა. ავურიოთ, დავასხათ ერბოწასმულ ტაფაზე ან ალუმინის დაბალ ქვაბში და 20 წუთით შევდგათ ღუმელში.