
დამწყვდეული ოლიგარქის "კომერციული ილეთები": როგორ იპარავს ივანიშვილი "LIKE"-ს?
16:32:25     22-03-2012
"წმინდა ბიძინა მდიდარი" პანიკაშია. სოციოპათიით დაავადებული ოლიგარქი, ბოლო ხანს, საზოგადოების წინაშე ერთი-ორჯერ კი გამოჩნდა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მისი „სტილი“ არ არის და საჯაროობას ვერ ეგეუება.
საკუთარი სასახლის გალავნის მიღმა, უკვე წლებია იზოლირებულად, ფაქტობრივად, განდეგილივით მცხოვრებ მილიარდერს ყოველი საჯარო გამოჩენა, დიდი ნერვების და დაძაბულობის ფასად უჯდება.
ამიტომ საზოგადოებასთან ვირტუალურად, შორიდან ურთიერობა ბევრად ურჩევნია და მისთვის ეს ფორმა გაცილებით კომფორტულია.
თუ ოლიგარქის ბოლოდროინდელ ქმედებებს დავაკვირდებით, აშკარაა, რომ საკუთარ საბრძანებლოში გამომწყვდეული ივანიშვილების წყვილი, უკანასკნელ ხანს, სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა ინტერნეტ საიტების იქეთ ვერ იხედება და ფაქტობრივად, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს.
ყველაზე უკეთესად ეს ფეისბუქზე, ივანიშვილის ოფიციალურ "პეიჯზე" შექმნილ სიტუაციაზე აისახა. როგორც ცნობილია, ივანიშვილმა, პოლიტიკაში გამოჩენიდან მოკლე ხანში, ფეისბუქზე "პეიჯი" შექმნა, სადაც პერიოდულად საკუთარ უსტარებს და სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებს.
ბოლო პერიოდში კი, ეს საშუალება ოლიგარქისათვის, სამყაროსთან ურთიერთობისათვის ლამის ერთადერთ შესაძლებლობად იქცა. სწორედ ამიტომ, ბიძინასთვის ფეისბუქის "პეიჯი" სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ივანიშვილის "პეიჯი", ამ დროისათვის, 103.496 ათას იუზერს მოსწონს, თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ გუშინ ამავე დროს, ბევრად ნაკლები იყო.
წუხელ საღამოს, ქართველმა ინტერნეტ მომხმარებელმა, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სოციალურ საიტზე, ერთი დიდი უცნაურობა დააფიქსირა: ოლიგარქის გვერდის "ლაიქების" რაოდენობა ყოველ "დარეფრეშებაზე" კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა.
მაგალითად, რამდენიმე წამში ათეულობით "დალაიქება" ფიქსირდებოდა მაშინ, როცა "თოქინგი" კატასტროფულად ნაკლები და შეუსაბამო იყო. ამ დროისათვის, 103 ათასი იუზერიდან, "პეიჯის" შესახებ „ლაპარაკობს“ 9 752 ათასი მომხმარებელი.
ნებისმიერი ინტერნეტ იუზერი, ვინც სოციალურ ქსელებში ერკვევა, მიხვდება, რომ ეს მართლაც დიდი უცნაურობაა და ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია.
ცნობილია, რომ მცირე ხნის წინ, ივანიშვილმა, საკუთარ "პეიჯზევე" განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ის იწყებს მსოფლიო მასშტაბით „კომერციული ილეთების“ გამოყენებას.
როგორც ჩანს, ეს გეგმა ამუშავდა და სასახლეში გამომწყვდეულმა ოლიგარქმა ერთ-ერთი „კომერციული ილეთი“ აამოქმედა, კერძოდ, "რუსული ლაიქების" რაოდენობის ბითუმად ყიდვა დაიწყო.
როგორც მომხმარებლებმა ადრეც დააფიქსირეს, ამას ოლიგარქი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, რეპერი ვაჟიშვილის, ბერას გვერდისთვისაც აკეთებს.
ლაიქების ყიდვის მიზეზი ინტერნეტ სივრცეში დამწყვდეული მილიარდერის გაღიზიანება გახდა.
ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "პეიჯს" ფეისბუქზე, გაცილებით მეტი მომწონებელი ჰყავს, ვიდრე ივანიშვილისას, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გვერდი ოლიგარქის გვერდზე გაცილებით გვიან შექმნა, ამ დროისათვის, პრეზიდენტის გვერდი მოსწონს 127.213 ადამიანს, ხოლო მასზე ლაპარაკობს 39 880 მომხმარებელი.
თვით ინტერნეტ სივრცეშიც კი, ასეთმა კრახმა, ივანიშვილი და "ჩემი ეკა" გააცოფეს და საკუთარ „რუს ბიჭებს“ სასწრაფო წესით ამოქმედება უბრძანეს.
ლაიქების გამყიდველ-გამყალბებლებიც მალე გამოჩნდნენ, სავარაუდოდ, ჩრდილოეთიდან და მილიარდერის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების პროცესიც დაიწყო.
ოლიგარქი უკვე აშკარად ხედავს, რომ რუსული მილიარდები საქმეს ვერ შველის და ნერვიულობს. მისი ძირითადი საქმიანობა საკუთარ სახლში, კომპიუტერთან ჯდომა, "ლაიქების" თვლა და სოციალური ქსელები თუ ფორუმებია...
"სოლოლაკის სასახლეში" დამწყვდეული ცოლ-ქმარი ფულის და გარემოცვის დითირამბების საშუალებით იქმნიან სასურველ ვირტუალურ გარემოს, რომელიც, ფაქტია, რომ გალავანსმიღმა, მზიანი სამყაროს რეალობისაგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება...