ნატო-რუსეთის დაგეგმილი სამიტი არ შედგა

  14:09:19     22-03-2012

ნატო - რუსეთის სამიტი, რომელიც ჩიკაგოში იყო დანიშნული, აღარ შედგება. ამის შესახებ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

სამიტის გადადების მიზეზი, რუსეთის შიდაპოლიტიკური გადატვირთული გრაფიკი გახდა.
 
რასმუსენის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 მაისის, ჩიკაგოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მაისის დასაწყისში, დაინიშნა, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს სამიტის ჩატარებას.

რასმუსენმა განაცხადა, რომ მან და რუსეთის პრემიერმა, ვლადიმერ პუტინმა განიხილეს ეს საკითხი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის  გადატვირთული შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის გამო სამიტისთვის დროის შერჩევა გაჭირდება, ამიტომ ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიმართება.

ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ სამიტამდე ოფიციალურ დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება.

წყარო