ლობიანი მჭადი

  09:40:33     22-03-2012

500 გრამი სიმინდის ფქვილისაგან მოვამზადოთ ცომი. 200 გრამი წითელი ლობიო მოვხარშოთ, გავწუროთ, შევკაზმოთ ხახვით, ზეთით, ქინძით, ოხრახუშით, მარილით. კარგად ავზილოთ ხელით. ცომი გავშალოთ ერთი თითის სისქეზე, დავადოთ ზედ შეკმაზული ლობიო და ზევიდან ისევ ცომი დავაფაროთ, შევასწოროთ, რომ ლობიო არ ჩანდეს. გამოვაცხოთ კეცზე ან ტაფაზე.