შოკოლადის ნამცხვარი

  09:40:00     22-03-2012

ცხვება კვადრატულ (22×22 სმ) საცხობ ფირფიტაზე

    გამოდის 20 ნაჭერი

    1 ნაჭერი=320 კ/კალ.

    დრო მოსამზადებლად: 35 წთ;

    დრო გამოსაცხობად: 75 წთ.

1)      მასალა თხელი ცომისთვის:

    200 გ. შოკოლადის ფილა

    200 გ. დარბილებული კარაქი

    200 გ. შაქარი

    6 ცალი კვერცხი

    200 გ. ფქვილი

    1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი/სოდა

    200 გ. დაფქული ნუში

2)      მასალა მინანქრისთვის:

3)          3 ს.კ. გარგარის ჯემი

    200 გ. შოკოლადი

    1 ს.კ. კაკაო/ქოქოსის ფანტელები

4)      პერგამენტი ფორმისთვის

 

1) გააცხელეთ ღუმელი. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.

2) დატეხეთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლზე, თან ურიეთ. თანდათან დაუმატეთ შაქარი, შეურიეთ კვერცხი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილში არეული სოდა და ნუში.

მიღებული თხელი ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 160 გრადუსზე 1 საათი და 15 წუთი. შემდეგ ცოტა გააგრილეთ და ფორმიდან ლანგარზე გადააბრუნეთ. მოაცილეთ პერგამენტი.

3) გაათბეთ გარგარის ჯემი, გაატარეთ საცერში, წაუსვით ნამცხვრის ზედაპირს, გვერდებს და გააგრილეთ.

შოკოლადი დატეხეთ პატარა ნაჭრებად და გაადნეთ ორთქლზე, თან ურიეთ. წაუსვით ნამცხვარს და დადგით მანამ, სანამ მინანქარი არ გამაგრდება. თუ გსურთ, რომ მინანქარი პრიალებდეს, მაშინ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი გააგრილეთ, ისევ გაათბეთ და შემდეგ წაუსვით ნამცხვარს და გაასწორეთ.

4) დაჭერით ქაღალდი 2 სმ. სიგანის ზოლებად და დიაგონალურად დააფინეთ ნამცხვარზე. ნამცხვარს მოაყარეთ კაკაო და ფრთხილად მოაშორეთ ქაღალდი. შოკოლადის ნამცხვარს ზემოდან კაკაოს ნაცვლად შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელები ან გახეხილი შოკოლადი ზოლების გარეშეც.