
კონტროლის პალატამ, ბიძინა ივანიშვილი, სამ მილიონამდე ლარით დააჯარიმა
14:43:52     20-03-2012
დღეს, კონტროლის პალატამ, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა გულუხვად დაასაჩუქრა მისი პარტიის საინიციატივიო ჯგუფის წევრები და იურისტები.
კონტროლის პალატაში ამ ფაქტის გაცხადებისთანავე განმარტეს, რომ მიმდინარეობდა მასალების შემოწმება და დეტალების შესწავლა, თუ რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი. მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ, თავისი პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა, უკანონო დაფინანსების ფაქტზე.
კონტოლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან“.
თანაგუნდელების დაფინანსება, ჯამში 406 525 ლარს შეადგენდა. კანონის თანახმად, ჯარიმა აღნიშნული თანხის ათმაგი ოდენობით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან, თანხები ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ანგარიშზე გადარიცხა:
ალექსანდრე ბარამიძეს - 12 500 ლ; ალექსი პეტრიაშვილს - 6250 ლ; ანა გოჩაშვილს - 5000 ლ; ანა ქობულაძეს - 1250 ლ; არჩილ კბილაშვილს - 12 500; არჩილ ჩხარტიშვილი - 2500; ბადრი პაიჭაშვილი - 2500; გიორგი არაბული - 2500; გიორგი გეგეჭკორი - 12 500; გიორგი ვოლსკი - 12 500; გიორგი უძილაური - 11 250; გურამ კუციავა - 2500; დავით ზურაბიშვილი 6 250; დავით ლომიძე - 2500; დავით ტყემალაძე - 3427,5; ელისო ჩაფიძე - 6250; ერეკლე ტრიპოლსკი - 95 097,75; ვასილ ჯანიკაშვილი - 2 500; ვახტანგ მამალაძე - 2500; ვლადიმერ შენგალაია - 3 750; ზაალ გოგსაძე - 12 50022; ზაზა ფირალიშვილი - 25 000; ზაქარია ქუცნაშვილი - 12 500; ზურაბ ბიგვავა - 12 500; ზურაბ ქარუმიძე - 3 125; თეა წულუკიანი - 6250; თედო ჯაფარიძე - 12 500; იმედა დარსალია - 2500; ირაკლი სესიაშვილი - 12 500; ირინე თევდორაშვილი - 3 750; კახაბერ ჯონჯუა - 2500; მაია მენაღარიშვილი - 2500; მაია ფანჯიკიძე - 6 250; მანანა თოქმაჯიშვილი - 5000; ნანა მჭედლიშვილი - 5000; ნინო გოგუაძე - 3 125; ნოდარ ხადური - 21 250; ნონა ყანდიაშვილი - 10 000; რატი ამაღლობელი - 12 500; ტატიანა დათიკიშვილი - 3 750; ქეთევან შაიშმელაშვილი - 1250; ქეთევან ჩიგოგიძე - 1750; შალვა თადუმაძე - 12 500.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, ივანიშვილი 7 მილიონი ლარით დაჯარიმდა.