ნამცხვარი ლოკოკინა
05:11:46     20-03-2012
მასალა 16 ცალისთვის:
60 გ კარაქი
100გ ნაღები
3 ს.კ ნეკერჩხლის სიროფი
100 გ დაჭრილი ნუში
2 ჩ.კ დარიჩინი
1 შეკვრა ფენოვანი ცომი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
150 გ შაქრის პუდრა
პერგამენტი
გაადნეთ კარაქი. შეათბეთ ნაღები 2 ს.კ. კარაქთან და 2 ს.კ ნეკერჩხლის სიროფთან ერთად. დაუმატეთ ნუში და დარიჩინი. ცომი გააბრტყელეთ და წაუსვით 1 ს.კ კარაქი, ზემოდან გაანაწილეთ ნუშიანი მასა, სიგრძეზე გადაახვიეთ და შედეთ საყინულეში 10 წთ.
გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გადახვეულ ცომს წაუსვით დარჩენილი კარაქი, მოაყარეთ შაქრიანი ვანილი, დაჭერით 16 ნაჭრად და დააწყვეთ ფირფიტაზე.აცხვეთ ღუმელში 15-20 წთ. შაქრის პუდრა გახსენით ნეკერჩხლის სიროფში და წაუსვით ლოკოკინებს.