სალათა “ათენი” (სამარხვო)
04:42:04     19-03-2012
მასალა:
50 გ. მწვანე ლობიოს პარკი
80 გ. პამიდორი
50 გ. ზეითუნის ზეთი
80 გ. კარტოფილი
10 გ. ზეთისხილი
5 გ. ძმარი
კამა, ოხრახუში
პილპილი და მარილი
მზადების პროცესი:
პამიდორი გავჭრათ შუაზე, გავაცალოთ თესლი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ლობიო დავჭრათ, ჩავყაროთ მარილიან წყალში, მოვხარშოთ, გავწუროთ საწურზე და გავაციოთ. კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ. პამიდორი და ლობიო ცალ-ცალკე შევაზავოთ ზეითუნისზეთით, ძმრით, მარილით და პილპილით.
სასალათე ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, მოვაყაროთ დაჭრილ იოხრახუში, გარშემო შემოვუწყოთ პამიდორი ლობიოსთან ერთად და მოვაყაროთ კამა. სალათა მოვრთოთ კურკაგაცლილი ზეთისხილით.