რესტორნების ქსელი „კოლხეთი“ – ადგილი, სადაც გატარებული დრო დაუვიწყარი ხდება

  16:16:29     16-03-2012

ნებისმიერი ადამიანისათვის განტვირთვის და დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რესტორანში სტუმრობაა, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, ხარისხიანი მომსახურება, კარგი მუსიკა და საინტერესო პროგრამა, ეს იმ მოთხოვნილებების არასრული ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებასაც ნებისმიერი ადამიანი ელის  რესტორანში სტუმრობისას. 

თბილისში და მის გარეუბნებში არაერთი რესტორანია, რომელიც ამგვარ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, მაღალი ხარისხით და დიდი გამოცდილებით, რესტორნების ქსელი „კოლხეთია“. მის მაღალ ხარისხს და გამოცდილებას განაპირობებს ბაზარზე წარმატებით გატარებული მრავალი წელი. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქსელი გამუდმებით მუშაობს მომსახურების და პირობების გაუმჯობესებაზე, რამაც ქსელში არსებული რესტორნები დღევანდელ ბაზარზე ლიდერებად აქცია და  მათი წარმატება განაპირობა.

რესტორნების ქსელი აერთიანებს სამ ადგილს, რესტორანი „კოლხეთი“, „კოლხეთი ოქროყანა“ და  „Pub კოლხეთი“.  რესტორნები ქსელი  მაღალი კლასის მომსახურებით, ინტერიერითა და დიზაინით გამოირჩევა. თითოეული მათგანი იძლევა სრულ შესაძლებლობას იმისათვის რომ ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანმა ხალისიანად გაატაროს დრო, მიიღოს სიამოვნება და საკუთარ თავს თუ ახლობლებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მიუძღვნას.

იმისთვის, რომ თბილისელები წვეულების , ლანჩის ან უბრალოდ ვახშმის დროს კარგი ხედებითაც დატკბნენ, ამისთვის „კოლხეთი ოქროყანა“  საუკეთესო ადგილია. „კოლხეთ ოქროყანა“–ში ყოფნის დროს, თქვენ საშუალება გაქვთ დატკბეთ თბილისის შესანიშნავი ხედებით, ისიამოვნოთ გემრიელი კერძებით და მუსიკით, რომელსაც ქსელის ანსამბლი ცოცხლად ასრულებს.  მშვიდი სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად, რომელიც ნამდვილად გელოდებათ „ოქროყანაში“,  მგზავრობის მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო. ავტომობილით თბილისის ცენტრიდან, რესტორანში მოსახვედრად მხოლოდ ხუთი წუთი დაგჭირდებათ, ყოველგვარი საცობისა და გზებზე სხვა დაბრკოლების გარეშე.  სამსახურიდან შესვენებისას, წახემსებისთვის ან უბრალოდ გემრიელად დანაყრებისთვის ოქროყანა საუკეთესო ადგილია. სასიამოვნო მუსიკის აკომპანიმენტით თქვენი სამსახურის შესვენება ან მოკლე ხნიანი წახემსება განტვირთვის საშუალებადაც მოგევლინებათ. 

მოქალაქეთა დიდი ნაწილი უპირატესობას იმ რესტორანს ანიჭებს, სადაც შესაძლებელია ხალხური და უცხოური მელოდიების მოსმენა ცოცხალი შესრულებით. ამის გამო, რესტორან „კოლხეთს“ ჰყავს  საკუთარი ანსამბლი, რომლებიც რესტორანში მისული სტუმრებისთვის ქართულ ხალხურ სიმღერებსა და უცხოურ ჰიტებს ასრულებენ. მრავალფეროვანია ასევე მოცეკვავეთა გუნდის პროგრამა, ქართული ნაციონალური ცეკვების ყურება ერთ რამედ ღირს, ეს არის კონცერტი, კონცერტი შემცირებულ მასშტაბში.

რესტორნების ქსელის მთელი გუნდი ყოველ დღე, აქტიურად, მუშაობს იმაზე რომ სტუმრებისათვის იქ გატარებული დრო დაუვიწყარი გახდეს და თითოეულიიქ გატარებული წამი სასიამოვნო მოგონებად იქცეს.