„ბინდისფერია სოფელი“, პრინსტონის უნივერსიტეტის გუნდის შესრულებით (ვიდეო)

  06:01:09     16-03-2012

ვიდეო, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული, მსმენელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერას, „ბინდისფერია სოფელი“ ასრულებს პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან ჩამოყალიბებული ქართული ანსამბლი. გუნდის დამფუძნებელი და რეჟისორია, ვრინდა ჩიდამბარამი. ცნობილი ქართული სიმღერა, სხვა ფოლკლორულ ნაწამოებებთან და საგალობლებთან ერთად, ანსამბლის დაარსების ხუთი წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდა.