ივანიშვილისა და რუსული FSB-ს უფროსის მოადგილის სკანდალური შეხვედრის დეტალები

  14:56:12     14-03-2012

მას შემდეგ, რაც „მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა, კახა ბექაურმა „წმინდა ბიძინა მდიდარს“ გროშებად დაარსებული შპს „იგრიკა“, სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით, გვარიან თანხად შეასაღა, „მეცხრე არხთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალურ ისტორიას მოეფინა ნათელი.  

ოლიგარქმა ბექაურის „იგრიკას“ სახელი შეუცვალა და „მეცხრე არხი“ დაარქვა. მას იმ ტელევიზიის მკვდრეთით აღდგენა სურს, რომელიც წლების წინ, რუსული ფსბ-ს უფროსის მოადგილის კატეგორიული მოთხოვნით დახურა. 

კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, მის უჭორვილესობასთან მოსკოვში, სტუმრად იმყოფებოდა „მრეწველი“ გოგო თოფაძე. ივანიშვილის მოოქროვილ სასახლეში თოფაძე და ოლიგარქი იმ მილიონებზე საუბრობდნენ, რომელიც „მრეწველს“ საქართველოში ბიზნესის გასაკეთებლად სჭირდებოდა. 

თოფაძის ბიზნეს-პარტნიორი იხსენებს: „როდესაც ბატონი გოგი საქართველოში ჩამოვიდა, მან ბიზნეს-პროექტებზე საუბრის შემდეგ, ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოყვა. 

ეს ისტორია ბიძინა ივანიშვილისა და ფსბ-ს უფროსის მოადგილის სკანდალურ შეხვედრას უკავშირდებოდა. ბატონმა გოგი თოფაძემ თქვა, რომ როცა ის და ივანიშვილი ბიზნეს-პროექტებზე საუბრობდნენ, მოულოდნელად, ოთახში ოლიგარქის თანაშემწე შემოვიდა და ივანიშვილს უთხრა: თქვენთან შეხვედრა  ფსბ-ს უფროსის მოადგილეს სურს და ის საგანგებოდ მოდის აქ, თქვენთან სასაუბროდ... 

ბატონი გოგი თოფაძის თქმით, ამ სიტყვების შემდეგ, ივანიშვილი ანერვიულდა, ოთახიდან გავიდა და დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა. დაბრუნებისას კი ირაკლი ტრიპოლსკის აგინებდა, საქართველოში რეკავდა და „მეცხრე არხის“ სასწრაფოდ დახურვას სთხოვდა ვიღაცას. 

როგორც ბატონი გოგი თოფაძე მაშინ ამბობდა, ამის შემდეგ, ივანიშვილმა მას უთხრა: ყოველთვის ვამბობდი ეს ტრიპოლსკი პრობლემებს შემიქმნიდა... „მეცხრე არხზე“ პუტინზე ფილმი გაუშვეს და ამის გამო მე, ფსბ-დან სერიოზული პრობლემა შემექმნა. ამიტომ, ეს არხი სასწრაფოდ უნდა დავხურო“. 

„პრესა.ჯი“ ამ მართლაც საინტერესო ისტორიასთან დაკავშირებით „მრეწველ“ გოგი თოფაძეს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, „გაიხსენებდა“ თუ არა, თოფაძე, ივანიშვილთან მოსკოვში სტუმრობისას განვითარებულ მოვლენებს. კონკრეტულად კი, იმ ისტორიას, რომელიც რუსული ფსბ-ს უფროსის მოადგილესთან ოლიგარქის შეხვედრასა და „მეცხრე არხს“ უკავშირდებოდა...

„პრესა.ჯი“-ს შეკითხვაზე - რა მოხდა წლების წინ, თქვენსა და ივანიშვილის მოსკოვურ შეხვედრაზე მაშინ, როცა ოლიგარქის თანაშემწემ ბატონ ბიძინას რუსული ფსბ-ს უფროსის მოადგილის ვიზიტის შესახებ აცნობა და უკავშირდებოდა თუ არა, მისი ეს ვიზიტი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“, „მრეწველი“ თოფაძე  ჯერ დაიბნა, მერე განრისხდა, ბოლოს კი გაკვირვებულმა ამოღერღა: „ვინ გითხრათ თქვენ ეს ყველაფერი“? 

როცა ბატონ გოგი თოფაძეს მისი მოსკოვური ვიზიტის შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენეთ, „მრეწველმა“ როგორც იქნა „დეტალები გაიხსენა“...  

„პრესა.ჯი“: 2004 წლის გაზაფხულზე, აპრილში, თქვენ იმყოფებოდი ბიძინა ივანიშვილთან მოსკოვში?

გოგი თოფაძე:  (პაუზა) ...არ მახსოვს, არ ვიცი, რატომ მეკითხები?

- გვაქვს ინფორმაცია, რომ როცა თქვენ მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდით, მოვიდა FCB-ს უფროსის მოადგილე და მასთან საუბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მე–9 არხის დახურვის ბრძანება გასცა...

- (ნერვიულობს) ...მე მსგავსი არაფერი მახოვს.

- გახსოვთ მე–9 არხის დახურვა?

- რატომ მეკითხებით, რომ დაიხურა მახსოვს ხო, რაღაცა რომ იყო, მახსოვს, დაიხურა ხო.

- როდის იყავით ივანიშვილთან, დიდი ხანია იცნობთ მას?

- (ყვირის) ...ბიძინასთან არ ვყოფილვარ მე... ბაკურიანის ამბავს, რომ ვწვეტდით... და ეგ არ მახსოვს. მხოლოდ ბაკურიანის საკითხებზე, რომ დავიწყეთ მშენებლობა, მხოლოდ მაგის საკითხზე მქონდა შეხვედრა მაშინ იქ“. 

P.S: სამწუხაროდ, ეს ისტორია კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია იმ უამრავ მტკიცებულებას შორის, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოკუპანტი რუსეთიდან, უფრო კონკრეტულად კი, კრემლისგან და რუსული სპეცსამსახურებისგან იმართება.