შქმერული
06:31:47     09-04-2012
მასალა:
წიწილი 1ც.
რძე 100მლ.
გატარებული ნიორი 50გრ.
მცენარეული ზეთი 20მლ.
ცხიმი 50მლ.
წყალი 80მლ.
მარილი 20გრ.
მომზადება:
გასუფთავებული, გაჭრილი წიწილი მოვათავსოთ თუნუქის ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან, მოვასხათ და წავუსვათ მცენარეული ზეთი ორივე მხრიდან, შევდგათ აირღუმელში და შევწვათ დაახლოებით 220* ტემპერატურაზე.შემწვარი წიწილი დავჭრათ და მოვათავსოთ ცხელ კეცზე. ტაფაზე დავასხათ წყალი, დავამატოთ რძე, დავამატოთ გატარებული ნიორი, დავამატოთ თუნუქის ტაფაზე დარჩენილი წიწილის ცხიმი დაახლოებით 50 გრამი, მიღებული ცხელი მასა წამოდუღემისთანავე დავასხათ კეცზე მომზადებულ წიწილს. კერძი მივირთვათ ცხლად, მომზადებისთანავე.
შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია.