ვირჯინიაში, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
10:22:28     07-04-2012
ვირჯინიის შტატში საცხოვრებელ სახლს დაეცა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ორივე მფრინავმა, რომელიც ოფიციალური პირების ცნობით, საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, მოასწრო კატაპულტირება F-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიდან, ვიდრე ის შენობას დაეცემოდა. დასახლებასთან, სადაც თვითმფრინავე ჩამოვარდა, რამდენიმე სამხედრო ბაზა მდებარეობს.
რადიო „თავისუუფლება“