ტოლმა
05:58:32     07-04-2012
მასალა:
კომბოსტო 2 თავი
ფარში:
ძროხის ან ცხვრის ხორცი (რბილობი) 1კგ.
ხახვი 4–5 თავი
ქინძი 1 კონა
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ხახვი 3–4 თავი
ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.
წყალი 3–4 ჭიქა ან რამდენიც დასჭირდება
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
კომბოსტო დავშალოთ ფოთლებად (თითოეულ ფოთოლს მაგარი ნაწილი მოვაჭრათ) და მოვწალოთ ადუღებულ წყალში, დარბილებამდე, შემდეგ თითოეულ ფოთოლში გადავახვიოთ მომზადებული ფარში, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მომზადებული სოუსი (სოუსი უნდა ფარავდეს ტოლმას) დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ მომზადებამდე.
ფარშის მომზადება:
ხორცი მოვხარშოთ ნახევრად და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, გატარებული ხორცი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ვთუშოთ 2–3 წუთი.
სოუსის მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ტომატ–პასტა, მარილი, ვთუშოთ 2–3 წუთი, შემდეგ დავასხათ წყალი და როდესც წამოდუღდება მოვასხათ ტოლმას.