კომბოსტოს სალათა (სამარხვო)

  10:02:37     03-04-2012

მასალა:

    1 კგ კომბოსტო

    1/2 ჩაის ჭიქა ზეთი

    1 ცალი ლიმონი

    1/2 კონა მწვანე ხახვი

    თითო პატარა კონა მწვანილი

კომბოსტოს ფოთლები გარეცხვის შემდეგ დაბერტყეთ და წვრილად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და ხელით დასრისეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ წვენი გადაწურეთ, გადაიტანეთ სასალათეზე. დაასხით ზეთი და ლიმონის წვენი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი – კამა, ქინძი, ოხრახუში.. ფრთხილად აურიეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

კარგია შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.