იემენში, არმიის ბაზას, მეამბოხეები თავს დაესხნენ

  09:28:11     02-04-2012

იემენში, მეამბოხეთა ჯგუფი, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული, თავს დაესხა არმიის ბაზას და მოკლა შვიდი ჯარისკაცი. ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში დახოცეს, როცა მათ ეძინათ. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთ იემენში, პროვინცია ჰადრამუტის შიბამის რაიონში. უკანასკნელ თვეებში იემენში გახშირდა მეამბოხეთა თავდასხმები. გასული წლის ანტისამთავრობო მანიფესტაციის პერიოდში და 2012 წლის თებერვალში პრეზიდენტის თანამდებობიდან ალი აბდალა სალეჰის გადადგომის შემდეგ არმიის გავლენა და მისი უსაფრთხოება საგრძნობლად შესუსტდა.

რადიო „თავისუფლება“