ტორტი ”დათუნია”

  10:15:09     30-03-2012

მასალა:

    4 ცალი კვერცხი

    1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი (ცომისათვის)

    1 ჩაის ჭიქა მაწონი

    150 გ. კარაქი (ცომისათვის)

    1 ჩაის კოვზი სოდა

    1 სუფრის კოვზი ძმარი

    1 ჩაის კოვზი ნიგოზი

კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ მაწონი, სოდა – გახსნილი ძმარში, მარილი, გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ნაზი, რბილი ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად, თითოეული ცომის გუნდა თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.

მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, თანდათან დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და გავაგრძელოთ თქვეფა. ეს მასა გავყოთ ორად. წავუსვათ გამომცხვარ ფირფიტას, დავაფაროთ მეორე ფენა, კიდევ წავუსვათ, დავაფაროთ მესამე ფენა. ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.

შოკოლადის მინანქარის მომზადების წესი:

2 სუფრის კოვზ კაკაოს დავაყაროთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, დავასხათ სამი სუფრის კოვზი რძე ან წყალი, 50 გრამი კარაქი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წამოდუღებას დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელივე წავუსვათ ზემოდან ტორტს.