ალუბლის ჩაი კონიაკით
09:42:23     28-03-2012
მასალა:
1-2 ჩაის კოვზი ჩაი
1 ფინჯანი წყალი
2 ჩაის კოვზი კონიაკი
2-3 ცალი ალუბალი
ლიმონის წვენი
მოვხარშოთ ჩვეულებრივი ჩაი, ჭიქის ნაპირები ლიმონით დავასველოთ და შაქრის ფხვნილში ჩავაწოთ. შემდეგ ჭიქაში ყინულის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ალუბლები ჩავაწყოთ, მომზადებული ჩაი დავასხათ, კონიაკი დავუმატოთ და საწრუპით გემრიელად მივირთვათ.