ჩემქვა
04:47:08     27-03-2012
ქვაბში ჩავასხათ რძე და ავადუღოთ. მერე ჩავყაროთ შიგ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ყველი და სწრაფად დავიწყოთ სურით დაზელვა, სანამ ყველი კარგად არ ჩაიქნება. ამის შემდეგ ჩავყაროთ შიგ წმინდად გაცრილი სიმინდის ფქვილი და თან ვურიოთ, კარგად დავზილოთ და ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი, რომ კარგად მოიშუშოს. ჩემქვა ღომის სისქისა უნდა იყოს.