მოცხარის ნამცხვარი
04:45:40     27-03-2012
მასალა:
500გ წითელი მოცხარი
მასალა ცომისთვის:
150გ კარაქი
3 კვერცხი
200გ შაქრის პუდრა
50გ გარჩეული დაფქული ნუში
100გ ფქვილი
40გ გახეხილი ნუში
3 ჩ.კ. შაქრის პუდრა
ცხიმი ფორმისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. გარეცხეთ მოცხარი და მოაცილეთ ღეროები. რამდენიმე ლამაზი მტევანი გადაინახეთ მოსართავად.
გაადნეთ კარაქი. კვერცხი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შეურიეთ ნუში, ფქვილი და გამდნარი კარაქი.
ცომი მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან დააწყვეთ მოცხარი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთი.
ერთმანეთში აურიეთ ნუში, 3 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა და თანაბრად გაანაწილეთ ნამცხვარზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 10 წუთი.
მომზადებული ნამცხვარი გააგრილეთ, მორთეთ მოცხარის მტევნებით და მოაყარეთ დარჩენილი შაქრის პუდრა.