საერთაშორისო სწავლება

  04:08:49     26-03-2012

ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო სამთო სწავლება დასრულდა.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორის ქვეყნების: ეტონეთის, ლატვიის, უკრაინის და სომხეთის 11-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე დგომა, გადაადგილება და სრიალი შეასწავლეს. სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. კურსის ფრაგლებში მათ ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა განახორციელეს.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური მარშით დაასრულეს.

კურსის დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსი უილიამ ლაჰიუ და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცერემონიის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი 20 თებერვალს დაიწყო და 3 კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.

კურსის წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის შემდგომ კურსებს გაივლიან.

mod.gov.ge