მწვანე პომიდვრის სალათა
12:01:30     24-03-2012
მასალა:
5 კგ მწვანე პომიდორი
2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
1 კგ სტაფილო
2 კგ ხახვი
2-2 დიდი კონა ნიახური და ოხრახუში
1/2 კგ ნიორი
გემოვნებით – წითელი მწარე წიწაკა და მარილი
პომიდორი დავჭრათ, მოვასხათ 3/2 ჩაის ჭიქა ძმარი და 10-15 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და 3/2 ჩაის ჭიქა ზეთი დავასხათ. დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ხახვი, მწვანილი, ნიორი, წითელი მწარე წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. ჩავდოთ ქილებში და გავასტერილოთ.