ტოსკანური ნამცხვარი

  12:00:06     24-03-2012

მასალა თხელი ცომისთვის:

    100 გ კარაქი

    3 კვერცხი

    150 გ შაქარი

    150 გ ფქვილი

სხვა მასალა:

    50 გ კარაქი

    50 გ შაქარი

    50 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)

    1 ს.კფქვილი

    100 გ გრძლად დაჭრილი ნუში

    ცხიმი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. გაადნეთ კარაქი. კვერცხს დაუმატეთ შაქარი და  ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ჯერ ფქვილი, შემდეგ კი კარაქი. ცომი ჩაასხით ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175˚-ზე 20 წთ.

წამოადუღეთ კარაქი შაქართან, ნაღებთან და ფქვილთან ერთად. დაუმატეთ ნუში და ადუღეთ 2 წთ. მიღებული მასა გაანაწილეთ ბისკვიტზე და აცხვეთ კიდევ 15 წთ. სანამ ნამცხვირს ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. სურვილისამებრ მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.