ოლიგარქი ახლა "ლაიქებით" "იწველება" (სტატისტიკა)

  17:40:25     23-03-2012

სოლოლაკის სასახლეში დამწყვდეული ოლიგარქი, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ლაიქებს ძირითადად შუაღამისას აყალბებს. ივანიშვილსა და "ჩემი ეკას" ერთადერთი გასართობი და "დროის მოსაკლავი" სწორედ მათ მიერ ბითუმად ნაყიდი "ლაიქების" თვლა-აღწერაა.

ივანიშვილის გამყალბებელთა დაჯგუფებამ აქტიური მოქმედება შუაღამის 2 საათის შემდეგ დაიწყო.
იმ იმედით, რომ იმ დროს მათ არავინ უყურებდა, ოლიგარქის რაზმმა სულ რაღაც 2 საათში, დილის 4 საათამდე, ანუ მაშინ, როცა წესით იუზერების რაოდენობა ქართულ ინტერნეტში ბევრად იკლებს, შესაშური რეკორდი დაამყარა და 900 ლაიქი შემატა პრორუსული ბიზნესმენის პეიჯს.

აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის "ლაიქების" დაგროვებას, ოლიგარქის გვერდი, აქამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდებოდა.   

დილის 6-ის ნახევარზე ჯგუფს ძილი მოერია, დაიღალა და გაჩერდა. თუმცა, დღეს, როგორც ჩანს, ოლიგარქის ბრძანების შესაბამისად, კვლავ საბრძოლო განწყობაზე მოვიდნენ და 3-ის ნახევრიდან - 3-მდე  235 "ლაიქი" "ივაჭრეს". 

საინტერესო იყო გუშინდელი დღის მონაცემებიც. ოლიგარქის დაქირავებულმა ქორვაჭრებმა, საღამოს 6 საათიდან - 8 საათამდე, "პეიჯს" 733 ლაიქი მოუტანეს, მომდევნო ორ საათში ტემპი ოდნავ შეაჩერეს, თუმცა დიდ რუსეთში მაინც 425 "ლაიქი" იყიდეს.

ჯამში,  3 ათასი "მოწონებით" გაახარეს სასახლეში და ვირტუალურ სამყაროში გამოკეტილი ბელადი...

პ.ს: მაშინ, როცა ჭორვილელი ბელადი ნავაჭრ "ლაიქებს" ითვლიდა, მისი გარემოცვა "რესპი" ხიდაშელისა და ალსანიას მეთაურობით "ქართული ოცნების" პატარა ბელადებს მწყემსავდა. ამ მომენტამდე სოლოლაკის სასახლეში საქმე ასეა გადანაწილებული: ბელადი და "ჩემი ეკა" "ლაიქებს", ხოლო მათი გარემოცვა "მოწველილ" დოლარებს ითვლიან...