კექსი ორცხობილით
05:10:27     20-03-2012
მასალა:
5 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა დანაყილი ორცხობილა
1 ცალი ფრანგული ფუნთუშა
250 გრამი შაქარი
250 გრამი პურის ფქვილი
1ცალი ლიმონი
1 ჩაის კოვზი სასმელი სოდა
3 კვერცხი მთლიანად ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ვთქვიფოთ დიდხანს. შემდეგ შიგ ჩავყაროთ კარგად დანაყილი და გაცრილი ორცხობილა და ერთი ფრანგული ფუნთუშის გულის ნამცეცები. ვზილოთ დიდხანს . შემდეგ შიგ ჩავდოთ გამდნარი კარაქი და გავაგრძლოთ ზელა. ბოლოს ჩავუმატოთ ლიმონის წვენში ან სხვა სიმჟავეში არეული სასმელი სოდა (ლიმონის წვენი ან სხვა რომელიმე სიმჟავე სრულიად გააქრობს სოდის სუნს).
გადავიტანოთ ცომი ერბოწასმულ ,,ჩუდოში’’და გამოვაცხოთ ჩვეულებრივ გაზქურაზე.ჯერ კიდევ თბილი ჩავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით და ჩავასხათ არყით შეზავებული ლიმონის კანის სიროპი, ხოლო თუ ესენი არა გვაქვს რომელიმე მაგარი ღვინო. ზემოდან საცრით მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.