კომბოსტოს წვნიანი

  12:49:47     17-03-2012

მასალა:

    1,5 ლ. ბულიონი ან წყალი

    500 გ. კომბოსტო

    30 გ. ნაღების კარაქი

    50 გ. ფქვილი

    პილპილი და მარილი

დაჭრილი კომბოსტო მოვხარშოთ მარილიან წყალში 20 წუთით. შემდეგ დავყაროთ საწურზე და რამოდენიმე წუთით მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ. ქვაბში გავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ კომბოსტო, ჩავუმატოთ ფქვილი, მარილი, პილპილი, დავასხათ წყალი ან ბულიონი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მივიტანოთ ნაფიცხარ პურთან ერთად.