
რატომ უწოდებენ ივანიშვილს კახეთში გველეშაპს?
20:17:42     15-03-2012
ივანიშვილი არამარტო თავისი სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც უქმნის ადამიანებს პრობლემებს.
მაგალითად, ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ს ინფორმაციით, ყვარელსა და გურჯაანში მდებარე ღვინის ქარხნები ადგილობრივი გლეხების პროდუქციას არ იღებენ და მათ ყურძნის ჩაბარება წინანდალში უწევთ.
როგორც ირკევა, ამ რაიონებში მდებარე ქარხნები: ,,მარანი“ და „მეღვინეობა ხარება“, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების, ძმებ ხარებავების სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა, აღნიშნული ქარხნები, 2003 წელს, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
ასევე არ ხდება ამ ქარხნებში ადგილობრივების დასაქმებაც, თუმცა დასაქმებასა და მოსავლის რეალიზაციას ვინ ჩივის, როცა კახელებს ოლიგაქმა წყლით სარგებლობის უფლებაც წაართვა.
„ეს ივანიშვილი გველეშაპად მოგვევლინა“ - აცხადებენ კახელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ოლიგაქმა სოფელში არსებული ჭაბურღილები მიითვისა და მათ წყლის მიღების უფლებას არ აძლევს, იმ მიზეზით, რომ ჭაბურღილები მისი კერძო საკუთრებაა.