
ბიძინა ივანიშვილმა 300–მდე ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვა
19:54:16     15-03-2012
ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ბანკმა” თბილისში, ხილიანის ქუჩაზე მცხოვრები 300–მდე ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
მათ საკუთარი სახლები ჩააბარეს იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანია ,,კავოტექსს’’ მათთვის ახალი ბინა აეშენებინა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ,,აბსოლუტბანკის’’ შესყიდვის შემდეგ მისი ქონება დააყადაღა და კომპანიამ მშენებლობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
1999 წლის შემდეგ უსახლკაროდ დატოვებული ადამიანები აცხადებენ, რომ სარჩელით სასამართლოს მიმართავენ, რადგან თორმეტი წლის მანძილზე არაერთხელ სცადეს ,,ქართუ ბანკთან’’ მოლაპარაკება, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომ ,,ქართუ’’, რომელიც ,,აბსოლუტბანკის’’ სამართალმემკვიდრეა, მის მიერ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებდა, ვერაფრით მივიდნენ.
უსახლკაროდ დარჩენილებს იმედი აქვთ, რომ ოლიგარქის ბანკს, 12 წლის შემდეგ მაინც დააბრუნებინებენ სასამართლოს გზით, იმ თანხებს, რომელიც სახლების მშენებლობაში ჩადეს და ოლიგარქის მიერ შელახულ უფლებებს აღიდგენენ.