ოლიგარქის მორიგი ცენზურა: შეშინებულმა ივანიშვილმა "სახალხო კრების" კრიტიკა აკრძალა

  19:36:17     15-03-2012

ივანიშვილი და მისი ამფსონები "სახალხო კრებას" დაუპირისპირდნენ, ჩანაწერის დაჭრის, ბურჯანაძის კრიტიკისა და ოლიგარქის მხრიდან ოპოზიციის დანაწევრების იდეას ,"კრებელების" მძაფრი რეაქცია მოყვა. კრების წევრების შემოტევას კობა დავითაშვილი მორცხვად გამოეხმაურა. 

კობა "ნავერტილაძემ", "პრესა.ჯი"-ს უთხრა, "კრებელების" განცხადებები ვერ მოახდენს გავლენას ჩვენზეო, თავის მხრივ კი, კრების წევრებმა დავითაშვილს გაჰკრეს კბილი, ჯიბეში ბიძინას ფული დაიგულა და თავი არჩევნებში გამარჯვებული ჰგონიაო. 

დავითაშვილმა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" გაურკვეველია რას კურირებს და რა ფუნქციითაა დაკავებული, აღნიშნულ თემაზე შეფთან დაიწუწუნა, მაგათ დებატებში დავუჯდები და გავაცამტვერებო, რაზეც ივანიშვილისგან უარი მიიღო: კრიტიკას ცოტა ხანი შეეშვი, "კრების" წევრთა ნაწილის გადმობირებაზე ვმუშაობო. 

"პრესა. ჯი" კომენტარისთვის კობა დავითაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, ივანიშვილის "იმიჯმეიკერი" ისეთი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, რომ ეჭვები ოლიგარქის მიერ "კრებელთა" კრიტიკის აკრძავლის შესახებ, უფრო გამძაფრდა.  

"პრესა.ჯი": ბატონო კობა, "სახალხო კრება" საკმაოდ მძაფრად შეხვდა ივანიშვილის კრიტიკას ბურჯანაძისადმი. "კრების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ივანიშვილი ასე შორს ვერ გაფრინდება, როცა ოპოზიციის ნაწილს თავისთან ერეკება, ნაწილს კი - აკრიტიკებს და ვიდეოებს უჭრის...

კობა დავითაშვილი: არანაირი შეფასება არ მაქვს. არ ვაპირებ მათთან პოლემიკაში შესვლას.

- სახალხო კრების ლიდერები განსაკუთრებით მწვავედ თქვენ გაკრიტიკებენ..

- ვუსურვებ წარმატებებს ამ სიმწვავეში..

- თქვენი მისამართით ასე ამბობენ, ივანიშვილის ფული ჩაიდო კობამ ჯიბეში და ჰგონია, არჩევნებში მხოლოდ ესაა გადამწყვეტიო...

- ვუსურვებ წარმატებებს შემდგომ მწვავე განცხადებებში ჩემი მისამართით.

- როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო ივანიშვილი, როცა აცხადებდა კრებას მინუს ბურჯანაძე ვითანამშრომლებ მათთანო... თქვენ ადრე ოპოზიციის დანაწევრებას არ ემხრობოდით, ახლა რა გჭირთ, "ნავერტილე" მოგენატრათ?

- სახალხო კრების თანამშრომლობაზე, სახალხო კრების თაობაზე, არანაირ კომენტარს მე არ გავაკეთებ. (მწვავე ტონით..)

- ივანიშვილმა აგიკრძალათ კომენტარების მიცემა?

- ნუ... არ მინდა ამ თემაზე...

- საიდან ასეთი "შემართება"?

- რა ვიცი, კაცია და გუნება, ხომ იცი...