ბატი კომბოსტოთი
06:04:12     14-03-2012
მასალა:
1 ცალი ბატი
1 ½ კილოგრამი კომბოსტო
2 ჩაის კოვზი ერბო
მარილი გემოვნების მიხედვით
საშუალო ზომის ბატი კარგად გავწმინდოთ, გავტრუსოთ, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და დავდოთ ტაფაზე. გვერდზე მოვუწყოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო. კომბოსტოზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ბატის გულ-ღვიძლი და თავისევე ქონის ნაჭრები. შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. თუ ბატი მსუქანია, ერბო არ სჭირდება, წიაანღმდეგ შემთხვევაში უნდა დავუმატოთ 1-2 კოვზი. ღუმელში ბატს უნდა დავუმატოთ პირველად ½ ჭიქა წყალი, შემდეგ კი მოვასხათ თავისივე წვენი. როდესაც ბატი კარგად შეიწვება, დავჭრათ დიდ თეფშზე ერთ მხარეს, მეორე მხარეს შემოვუწყოთ მოშუშული კომბოსტო. დამატებითი გარნირის სახით შეიძლება სუფრაზე მჟავე კიტრი ან სხვა რაიმე პიკული მივიტანოთ.