ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე თბილისში

  11:06:41     13-03-2012

მისასალმებელია საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოების მიერ ჩერქეზების პრობლემებით დაინტერესება. ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მეტი პატრონი არავინ გვყავს. მხოლოდ ერთობით შეგვიძლია ჩვენი პრობლემების გადაჭრა, იმპერიის გამანადგურებელი მარწუხებიდან გათავისუფლება და ჩვენი შვილებისათვის ღირსეული და ბედნიერი მომავლის აშენება.

ამ საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ ქართველ მამულიშვილებს, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული მუხლჩაუხრელად იღწვიან კავკასიელი ხალხების თავისუფლებისათვის.

14 მარტს ჩერქეზული ენის დღესთან დაკავშირებით ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება ღონისძიება "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე თბილისში".

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იქნება თბილისში გამოცემული ჩერქეზული თემატიკის მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის ფონდში.

მისამართი: ლ. გუდიაშვილის # 7, ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.

დასწრება თავისუფალია.