
ჯაჭვლიანი: ბატონო ბიძინა, ჩვენ სულ მხარს გიჭერთ ძმაო და თქვენი მხრიდან სულ გინება რატომ მოდის?
21:44:00     12-03-2012
ჯაჭვლიანის განცხადებით: „როცა ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის საკითხს შეეხო, ისეთი ტონით ლაპარაკობდა, არ გავღიზიანებულვარ, რადგან პირადად მე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მისი პირადი აზრი და სხვის აზრს, სხვის ნათქვამს გვეუბნებოდა“.
ივანიშვილის "ფეისბუქზე" დადებულ ორ წუთიან ვიდეოში კი ისე გამოჩნდა, თითქოს "სახალხო კრება" ოლიგარქთან თანამშრომლობას ნინო ბურჯანაძის გარეშე აპირებდა, რასაც „კრების“ წევრის, ნონა გაფრინდაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან ოლიგარქის გარემოცვა ცენზურასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
დღეს კი, „პრესა.ჯი“-ს მეშვეობით, ოლიგარქს უკვე მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი პასუხობს.
სოსო ჯაჭვლიანი: შემოტევა რა... ეს ჩვეულბრივი შეხვედრა იყო. მთავარი იცით რა არის? საქართველოში დღემდე რაც ხდება, ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. რატომ იცით? უპრინციპობაა ყოველთვის, გაუტანლობაა ყოველთვის..
- თვლით, რომ ბატონი ივანიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მონოპოლიზაციას ახდენს და თქვენ არაფერი გიკეთებიათ აქამდე?
- როგორ ფიქრობთ, რატომ ამოჭრა შეხვედრის მხოლოდ ერთი ნაწილი ივანიშვილის მხარემ, "ფეისბუქზე" დასადებად, ცენზურა დააწესა?
- ფანჯიკიძეს რომ ჰკითხეს, ასე უპასუხა, ჩვენ რაც გვინდოდა ის დავდეთო. ეს ხომ არასამართლიანია? თუ ფანჯიკიძეც ისევე ჭრის, როგორც ცენტრალური ტელევიზიები ჭრიან, მაშინ რაღაში მჭირდება ბიძინა და რატომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა?
ჩვენი პოზიცია ამ 3 საათიან შეხვედრაში იყო დაფიქსირებული და მხოლოდ ორი წუთი დადეს. რატომ? ზოგს შეიძლება ჰგონია, ჩვენ უცებ მოვიხიბლეთ, თურმე გმირები ვყოფილვართ, მაგრამ ლიდერი გვყოლია ცუდი.
თუ ასე უპასუხა ფანჯიკიძემ, ასე აკეთებს ტელევიზიაც. მაშინ არ გამოგვივა ჩვენ მათთან არაფერი. ახლა თავს იმართლებენ, იმან არ იცოდა, ამან არ იცოდაო... ახლა ხომ ვლაპარაკობთ ამას და თუ არ იცოდნენ, ახლა ხომ გებულობენ და გაგვცენ პასუხი მაშინ...
- ჩენ უფრო მაღლა უნდა დავდგეთ საერთოდ.
- ეს იყო როგორი რაღაცაა იცი? ამას მე ვეძახი ღალატს... მისი ლაპარაკი ლოგიკაში არ ჯდებოდა. „სახალხო კრება“ მინუს ბურჯანაძე, ასე არ გამოვა, მე შეურაცხყოფილი დავრჩები...
იგივე „რესპუბლიკელებზე“ ვუთხარი, რად უნდა გვერდში უირეიტინგო პარტიები, გარეთ ცოტა სხვანაირად ლაპარაკობენ, ვიდრე თქვენ აქ გველაპარაკებით მეთქი.
ესენი ადგნენ და ბიძინას მხარემ უჩვენოდ დადო შეხვედრის ნაწყვეტი. დიახ, ბატონო: რომ არ მომეწონა ეს საქციელი მათი მხრიდან, იმიტომ ვაფიქსირებ ჟურნალისტებთან ამას... არ ჰგავს ეს ღირსეულ საქციელს..
ჩვენი აზრი კი, ამ საკითხზე, არის ასეთი - მათ ხელს არ შევუშლით, თუმცა გაერთიანების გარეშე ამ ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა. ეს უნდა იცოდეს ბატონმა ბიძინამ.
დარბაზში როცა შევდივართ, ყველა იძახის, მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდებიო და მე კიდევ, მაგაზე მაგრად მეცინება და ვიცი, ვინც გახდება მსოფლიო ჩემპიონი...
ყოველ შემთხვევაში, ასე თუ გააგრძელეს, ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. მარტო ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.. ასე ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, დიდი ოპოზიციური ერთობის გარეშე.
თუმცა ჩვენ ხელს არ შევუშლით მათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ღალატზე ვერ წავალთ.