შემწვარი ყველისა და პომიდვრის სალათა
12:19:18     10-03-2012
მასალა:
350 გ. გახეხილი ან დაჭრილი ყველი პალუმი ან ფეტა
12 ცალი შუაზე გაჭრილი პატარა პამიდორი
1/3 ჭიქა (90 მლ) არომატული ძმარი
რეჰანი
სალათის ფოთლები
დაჭერით ყველი 8 ნაჭრად. შეწვით 3 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან, ვიდრე ოქროსფერს არ მიიღებს. მოათავსეთ პამიდვრები საშუალო ზომის ჯამში, მოასხით არომატული ძმარი, დაამატეთ სალათის დაჭრილი ფოთლები და კარგად ამოურიეთ. სალათა გადაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დააყარეთ (ან დაადეთ) გახეხილი (ან დაჭრილი) ყველი. ზემოდან მორთეთ სალათის ფოთლებითა და რეჰანით. მიირთვით მომზადებისთანავე.