
თინას დაქვემდებარებული „ჩემი ეკა“... (ფაქტები)
13:44:53     09-03-2012
მისი უჭორვილესობის სასახლეში დიდი ამბებია. მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი არა იდეების გენერატორი, არამედ ალასანია-ხუხაშვილ-უსუფაშვილის გადაწყვეტილებების მორცხვი გამხმოვანებელია, ოლიგარქს კიდევ ერთი ინიციატივა - „ჩემი ეკას“ პოლიტ-გააქტიურება დაუბლოკეს.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ტელეკამერებთან ბორძიკითა და ჭორვილული გრამატიკით ამტკიცებს გადაწყვეტილებებს ქართულ-რუსულ ოცნებაში მხოლოდ მე ვიღებო, ოლიგარქის სასახლეში პოლიტიკურ ამინდს გია ხუხაშვილი, ალასანია, უსუფაშვილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული პოლიტიკის „რესპი“ დედაკაცი, თინა ხიდაშელი ქმნიან.
მეტიც, ბატონი ივანიშვილის სამზარეულოს მიჯაჭვული მეუღლის - ჩემი ეკას“ მეურვეობა სწორედ ხიდაშელს აქვს ჩაბარებული. ხიდაშელია ის „გენიოსა“, რომელიც ბედავს და ოლიგარქის „ჩემ ეკას“ არათუ მოძღვრავს, არამედ პოლიტ-დირექტივა-რჩევებსაც აძლევს.
„ჩემი ეკა“, მართალია პოლიტიკაში ბეცი, თუმცა, სამზარეულოში საკმაოდ გამოცდილია... სწორედ ამით სარგებლობს ქალბატონი ხიდაშელი და ოლიგარქის მეუღლეს უმტკიცებს: შენი პოლიტიკაში შემოსვლა უდიდესი შეცდომა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის ნოყიერი ნიადაგი იქნებაო.
მართალია, ხიდაშელის რჩევა-დირექტივა ცოლ-ქმარ ივანიშვილ-ხვედელიძისთვის თავდაპირველად მიუღებელი იყო, თუმცა, როცა ოლიგარქს ხიდაშელის გარდა უსუფაშვილმა, ხუხაშვილმა და ალასანიამაც იგივე ურჩიეს, „ჩემი ეკა“ სასწრაფოდ გადამალეს...
ამ ისტორიაში მთავარი მხოლოდ ის კი არაა - რა და როგორ ურჩია ხიდაშელმა ოლიგარქსა თუ მის პოლიტ-ბეც მეუღლეს, არამედ ისიც - ვინ მართავს ოლიგარქის მეორე ნახევარს...
წარმოიდგინეთ, ოლიგარქს, რომელსაც ამბიცია აქვს შეცვალოს არა მხოლოდ ქართული პოლიტიკის არქიტექტურა, არამედ დედა-შვილობის საფუძვლებიც კი, „მენცარის“ დახმარებით, სამზარეულოდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჰყავს საკუთარი მეორე ნახევარი - „ჩემი ეკა“...
ქალბატონი ხვედელიძე-ივანიშვილისა, პირველივე შანსს იყენებს და ჟურნალისტებს წინასწარ დაზეპირებულ ტექსტს ხარვეზით და აღელვებით უპატაკებს...
ქალბატონი ხვედელიძე-ივანიშვილისას პირველი საჯარო გამოსვლა იყო განაცხადი მისი პოლიტიკაში შემოჭრისა, ერთი დათქმით: მან საკუთარი თავის თამარ მეფის გატოლების პარალელურად ღიად აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ მისი ჭკვიანი მეუღლის აზრებსა და იდეებს გაახმოვანებს...
და რა მოხდა ამის შემდეგ? თინა ხიდაშელის აქტიური ჩარევიდან (რჩევა-დირექტივა-ულტიმატუმიდან) რამდენიმე დღეში, სამზარეულოდან ძლივს გამოსულმა ქალბატონმა ხვედელიძე-ივანიშვილისამ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო...
„ქართულ ოცნებაში“ თინა ხიდაშელის „ხორკლიანი“ დირექტივა-აზრები უფრო წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე ბატონი ივანიშვილისა და „ჩემი ეკას“ დაპირებები...
„ქართულ ოცნებაში“ ხიდაშელ-უსუფაშვილის დუეტს გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონია, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - ჩემი მეუღლე პარტიის პირველი პირი და პოლიტიკოსი იქნებაო...
იმათ, ვისთვისაც ძნელად დამაჯერებელია "თინას დაქვემდებარებული "ჩემი ეკას" ტრაგი-კომიკური სიუჟეტი, შეუძლიათ იკითხონ: სად არის დღეს ქალბატონი ხვედელიძე-ივანიშვილისა? ამ კითხვაზე პასუხს, სავარაუდოდ, მისი უჭორვილესობის სასახლის სევდიან სამზარეულოებში თუ მიაგნებთ...