ვერმიშელი ქათმის ხორცითა და ბოსტნეულით
07:12:14     09-03-2012
მასალა:
3 ჩ/კ შავი პილპილი
500გრ. ქათმის ფილე
2 ს/კ სოიას სოუსი
1 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
1 ჩ/კ კოჭა
3 ჩ/კ კარტოფილის ფქვილი
100გრ. ვერმიშელი
1 თავი ხახვი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1/4 ჭიქა ქათმის ბულიონი
მარილი და პილპილი გემოვნებით
დაჭერით ქათმის ფილე, შეურიეთ სოიას სოუსი, ნიორი, კოჭა, კარტოფილის ფქვილი, მარილი და შავი პილპილი. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 2 საათით.
მოხარშეთ ვერმიშელი, გადაწურეთ და ოდნავ შეწვით მცირე რაოდენობის ზეთში.
გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. შეწვით ქათმის ფილე საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე რომ დაიწრიტოს. ხელახლა გააცხელეთ ვოკი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი, ხახვი, ბულგარული წიწაკა და მოშუშეთ დარბილებამდე. დაამატეთ შემწვარი ქათამი, ვერმიშელი და აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს ძალიან მაღალ ცეცხლზე.