
ხვედელიძე ხიდაშელის მძევალია, ივანიშვილი ალასანია-ხუხაშვილის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს…
21:00:31     08-03-2012
ბიძინა ივანიშვილი ალასანიას და “რესპუბლიკელების” მძევალია. როგორც ეკა ბესელიას, ტრიპოლსკის, ზაზა სვანაძის და ახლა უკვე „სახალხო კრების“ მაგალითებმა ცხადყო, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი ბუტაფორიაა, რომელიც რეალურად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად არ იღებს. ის ალასანიას, „რესპუბლიკელებისა“ და გია ხუხაშვილის დაკრულზე დადის და უბრალოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია.
„პრესა ჯის“, ოლიგარქის შუშის სასახლეში არსებული პოლიტიკური სურათი ასე დაუხატეს: ივანიშვილის მეუღლე, ეკა ხვედელიძე თინა ხიდაშელის გავლენის ქვეშაა, მეტიც ხიდაშელი „ჩემი ეკას“ ყველაზე გავლენიან „დაქალოჩკად“ სახელდება.
მართალია, გურანდა გაბუნია და ეკა ხვედელიძის ძველი მეგობრები ხიდაშელს დასანახავად ვერ იტანენ, მაგრამ ფაქტია, ხვედელიძე თინას ქალურ სოლიდარობას უცხადებს. ამ გავლენის წყალობითაა, რომ ეკა ბესელია ხიდაშელმა ქუცნაშვილისა და ოლიგარქის მეუღლის ხელით ჩააჩოჩა და ბესელიას შუშის სასახლეში უბრალოდ აღარ უშვებენ.
ხიდაშელისა და ეკა ხვედელიძის ალიანსის შესახებ ინფორმაცია ზაზა სვანაძის ბოლო სკანდალურმა განცახდებებმაც დაადასტურა. თავად ივანიშვილი კი ყველაზე მეტად ხუხაშვილის და ალასანიას დაკრულზე დადის.
მეტიც, თავად ივანიშვილს მათი „კამანდა“ აჯერებს, რომ პოლიტიკაში უკეთ ერკვევიან და შავი პიარის თავიდან აცილების გამოცდილება არ აქვთ, ამიტომაც ბიძინა უბრალოდ რუპორის ფუნქციას ასრულებს, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილელებს სხვები იღებენ.
როგორც ამბობენ, ეს ფაქტი თავად „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრებს უკვე აღიზიანებთ, მაგრამ ჯერჯერობით გაჩუმებას ამჯობინებენ, რადგან გარეთ ამის გამოტანა არ სურთ.
„პრესა ჯი“ კომენტარისათვის „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრს, ნინელი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა:
– ქალბატონო ნინელი, ნონა გაფრინდაშვილის ფაქტმაც ცხადყო და თავად „სახალხო კრების“ წევრებსაც გაუჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს და ის უბრალოდ გამხმოვანებელია კოალიციის სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების. რომ თინა ხიდაშელი გავლენას ახდენს ბიძინას მეუღლეზე, ხოლო თავად ბიძინა კი არაფერს წყვეტს და უბრალოდ ფონისთვის ახმოვანებინებენ გადაწყვეტილებებს..
– მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. პირიქით, ბატონი ბიძინა ყველა გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ის ისეთი პიროვნებაა, ძალიან ძნელია მას თავზე რამე მოახვიო. უსმენს ყველას, მაგრამ მერე გადაწყვტილებაზე თავად ახსნის, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას.
– „ქართული ოცნება“ ცალკე პარტიად კი ჩამოყალიბდა, მაგრამ ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს ისევ თინა ხიდაშელი იღებს. ამას თავად ივანიშვილის გარემოცვაში ამბობენ, იგივე ზაზა სვანაძე..
– თქვენ ნუ აურევთ ახლა, რესპუბლიკელებს თვითონ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება თავის პარტიაში იგივე ხიდაშელიც ხომ მათი პარტიის წევრია. „ქართულ ოცნებაში“ თინა ხიდაშელი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ვერც იღებდა და ვერც მიიღებს.
– ივანიშვილის გარემოცვიდან კონკრეტული ადამიანები ამბობენ, ხიდაშელი ეკა ხვედელიძის დაქალია და ეს ახდენს გავლენას..
–კი ამბობენ, მაგრამ ამბობენზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვიცი, რომ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრებზე არასოდეს ხიდაშელი არ ყოფილა იქ და არც მიუღია გადაწყვეტილებები.
– კი მაგრამ შეცვლილა შემდეგ საინიციატივო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები..
– როგორ გეკადრებათ? არავითარ შემთხვევაში. საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიძლება რამდენიმე ვარიანტი განხილულა და იქიდან რომელიმე ვარიანტი ბოლოს ამორჩეულა, თორემ ნამდვილად არ ცვლის ბატონი ბიძინა ჯგუფის მიერ იქ მიღებულ გადაწყვეტილებას.
– მაშინ ეკა ბესელიას ფაქტი? ქუცნაშვილი იღებდა ხომ საკადრო გადაწყვეტილებებს და ივანიშვილს არავინ არაფერს დაეკითხა..
– ეს მე არ ვიცი. ასეთი რამ თავად ამ პიროვნებებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა არაა ის პიროვნება, რომ ვინმეს გადაწყვეტილებებზე იაროს. მე ცოტა ხანია რაც გავიცანი, მაგრამ არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, რომ მის ნაცვლად სხვა იღებდეს გადაწყვეტილებებს.