შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან

  07:24:07     08-03-2012

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რენო სალენსი მიიღო.  შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და სამხედრო განათლების სფეროს განვითარების პერსპექტივებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ  თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ბაჩო ახალაიამ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

mod.gov.ge