არაჟნის ნამცხვარი გარგარით
06:44:53     08-03-2012
მასალა:
3/2 კგ გარგარი
2 ს.კ. გარგარის ჯემი
250 გ დარბილებული კარაქი
200 გ შაქარი
4 ცალი კვერცხი
200 გ არაჟანი (ცხიმ. 24%)
100 გ წვრილად დაჭრილი ნუში
50 გ დაჭრილ-დაშაქრული ფორთოხლის კანი
350 გ ფქვილი
1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა
შაქრის პუდრა მოსაყრელად
ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფირფიტას. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, ნუში და დაშაქრული ფორთოხლის კანი. დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და სოდა.
ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე. ზემოდან დააწყვეთ გარგარის ნაჭრები ამობურცული ნაწილით ქვემოთ. აცხვეთ 175 გრადუსზე 35-40 წუთით. შეათბეთ გარგარის ჯემი და გამოცხობამდე 5 წუთით ადრე გადაუსვით გარგარის ნაჭრებს.
თბილ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.