აღმოსავლეთ ლიბიამ ავტონომია გამოაცხადა

  05:41:03     07-03-2012

ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ ლიბიაში ადგილობრივი თემების ლიდერებმა და შეიარაღებული რაზმების მეთაურებმა გამოაახადეს, რომ აყალიბებენ ნახევრად ავტონომიურ რეგიონს ქვეყნის შიგნით. ბენღაზიში ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა და გააკეთა განცხადება ამის შესახებ. მათ თანახმად, კირენაიკის რეგიონმა ფედერალური სისტემა აირჩია. რეგიონი გადაჭიმულია ზღვისპირა ქალაქ სირთიდან ეგვიპტის საზღვრამდე, აღმოსავლეთში.

რადიო „თავისუფლება“