შემწვარი ბრინჯი სოკოთი

  05:16:31     07-03-2012

მასალა:

    4 ჭიქა მოხარშული ბრინჯი

    8 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)

    500გრ სხვადასხვა ჯიშის სოკო

    5 ცალი მწვანე ხახვი

    2 ს/კ ზეთი

    1/2 ს/კ სოიას სოუსი

    3 ს/კ მშრალი თეთრი ღვინო

    1 ს/კ ქათმის ბულიონი

    1/5 კონა ქინძი

    მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მთელ ზედაპირზე მოედოს. შეწვით ნიორი და სოკო მაღალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაასხით ღვინო და შუშეთ.

შეურიეთ ერთმანეთს სოიას სოუსი, ბულიონი, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოასხით მოხარშულ ბრინჯს და ამოურიეთ.

ბრინჯი გადაიტანეთ ვოკში და შეურიეთ სოკოს. შუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი დ ამიირთვით სანამ თბილია.