ტკბილი ფლავი
05:15:45     07-03-2012
მასალა:
500 გრ. გრძელი ბრინჯი
300 გრ. მცენარეული ცხიმი
1 ლავაში
100 გრ. გარგარის ჩირი
150 გრ. შავი ქლიავის ჩირი
200 გრ. ქიშმიში
მარილი
ბრინჯი ჩაყარეთ მარილწყალში, 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ.
აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი გემოვნებით და ბრინჯი. ადუღეთ 5-7 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ბრინჯი აფანტეთ საწურით.
მცირე ზომის ქვაბში გააცხელეთ 100 გრამი მცენარეული ცხიმი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი ლავაში და შებრაწეთ. დარჩენილ ნახევარს წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ ახალი ქვაბის ძირში, მოაყარეთ ბრინჯის ერთი ფენა, შემდეგ შებრაწული ლავაშის ნაჭრები, ასე ფენა-ფენა მოათავსეთ ბრინჯი და ლავაშის ნაჭრები.
ქვაბს დაახურეთ ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოხადეთ ხუფი, გაამშრალეთ და ისევ დაახურეთ.
150 გრამი ცხიმი გააცხელეთ, ჩაყარეთ გაგრისა და ქლიავის ჩირი (დაჭრილი), ქიშმიში და წამოადუღეთ. მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ ჩაამატოთ შაქარი.
ბრინჯს მოაყარეთ ჩირი და მოასხით მისი ნახარში.