სიაში ნაპოლეონს ეძებდნენ, მაგრამ მაინც პუტინმა "გაიმარჯვა"...

  11:13:07     06-03-2012

დეკემბრის დუმის არჩევნებში ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „ედინაია როსიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა - 93%-ით, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში საავადმყოფოს ბინადარნი ერთსულოვნები არ იყვნენ. ხმის მიცემის პროცესს „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ადევნებდა თვალს.

არჩევნებისთვის მოხავერდებული დივან-სავარძლებითა და პაციენტების ნახატებით შემკული ფსიქოლოგიური კორექციისა და რეაბილიტაციის კაბინეტი გამოყვეს. 8.30 ამომრჩეველთა პირველი პარტია, გახუნებულ კუბოკრულ პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები ჩადგნენ რიგში. მათ პასპორტები დაურიგეს, რომელსაც ხმის მიცემის შემდეგ ისევ ჩამოართმევენ და სეიფში გადამალავენ.

№3295 უბანი გილიაროვსკის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქ მისი პაციენტები აძლევენ ხმას. უმეტესობა მათგანს საერთოდ არ აქვს დოკუმენტები.  ისინი მის ნაცვლად ავადმყოფობის ისტორიას წარადგენენ.

- როგორ მივცემ ხელში ბიულეტენს ადამიანს, რომელიც ყვირის, რომ ის ნაპოლეონია და სურს ხმა მისცეს მხოლოდ ნაპოლეონს? - ამბობს კომისიის თავმჯდომარე ტაისია ლუჩნევა. ის აფთიაქის მმართველია.

700 პაციენტიდან „პუტინის არჩევნებზე“ მხოლოდ ნახევარი დაიშვება, - ისინი ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუნარიანნი არიან.

ხმას ჯერ ნარკოლოგიური განყოფილების „კლიენტები“ აძლევენ, რომლებიც საარჩევნო ოთახის მეზობლად იმყოფებიან.

- დიახ, შენ პიტერელი ხარ, - უღიმის კომისიის წევრი პაციენტს, როცა მის პასპორტს ნახულობს. მაშასადამე, სწორად მისცემ ხმას (პიტერელია პუტინიც).

- და რა არის საერთოდ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი“? - დაბნეულად უყურებს მას ავადმყოფი და იხედება ბიულეტენში.

ექიმი უხსნის: უნდა აირჩიო 5 ადამიანიდან ერთი, - რაზეც მამაკაცი საერთოდ იბნევა: „და ჩემი გვარი აქ არის?“

პაციენტები ყურადღებით იხედებიან ბლანკებში. ყმაწვილი ნახევრად ჩამძვრალ შარვალში და თავზე „იოჟიკით“ კომისიის წევრს მიმართავს:

„მომეცით ბიულეტენის ქსეროქსი ან წერილი. მინდა ჩემი არჩევანი დავაფიქსირო.“ ალკოჰოლიკების შემდეგ მოდის ყველაზე ასაკოვანი განყოფილება: ექიმს ხელით მოჰყავს ბაბუები, მათ ხმის მიცემაში ეხმარება და ბიულეტენსაც მათ მაგივრად აგდებს ურნაში.

„მე ოდესღაც მივეცი პუტინს ხმა და ახლაც ხმას ვაძლევ“ - ჩაიჩიფჩიფა ბაბუამ და თავისი ხელმოწერა დააფიქსირა.

ვიღაცას ბიულეტენი უკუღმა უჭირავს, ვიღაცა ყველა უჯრაში აკეთებს აღნიშვნას, ანუ ყველას აძლევს ხმას,  ვიღაცას საერთოდ ავიწყდება, აქ რისთვის მოიყვანეს…

დერეფანში სხვა ამომრჩევლები იცდიან, სავარძლებში მიყრილ-მოყრილები, ვიდრე ექიმი მათ პალატებში დაარიგებს და მსჯელობენ:

- ვის მიეცი ხმა?
- მე, პუტინს! სტაბილური პოლიტიკოსია.

სიებში ბევრი ავადმყოფის გვარს ვერ პოულობენ. ამიტომ ისინი დამატებით სიებში შეჰყავთ.

კომისიის თავმჯდომარე ოხრავს: თუ ხმის მიცემის უფლებას არ მივცემთ, განაწყენდება და ნერვოზი განუვითარდება.  ეს მნიშვნელოვანი მომენტია ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, საზოგადოებასთან სოცილიზაცია… არჩევნების დღეს პაციენტების კვება გამორჩეულია, აძლევენ პეჩენიებს, ნამცხვარს, რომ მიხვდნენ, რომ ისინი სამყაროს სჭირდება.

- „კგბ“-ს მაიორს, რომელიც სრულყოფილად ფლობს გერმანულს Ich spreche Deutsch!“, ყვირის ავადმყოფი და ბიულეტენს ურნაში აგდებს.

როცა ყველა განყოფილებამ მისცა ხმა, ოთახი დაკეტეს და სასაუზმოდ წავიდნენ. დღეს წიწიბურს ფაფას გასცემენ, ჩვეულებრივ კი ფეტვისა აქვთ ხოლმე. შესვენების შემდეგ კი „სახლში ხმის მიცემა“ იწყება, იმ პაციენტების შემოვლა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ უბანზე მისვლას. აქ უკვე არა პლასტმასის, არამედ უფრო გამძლე, გაუმტარი, ხის ურნა მიაქვთ. არანაირ ფარულ არჩევნებზე საუბარი არ არის, ბევრი კი ითხოვს აუხსნან, საერთოდ, რა არის ეს ბიულეტენი და რა საჭიროა ის.  ქალთა გაყოფილება დამჭკნარ ორანჟერეას ჰგავს, ყველა ქალბატონი ბაცი ყვავილებით მოჩითულ ხალათშია გამოწყობილი. გროვდებიან ჰოლში, მაგრამ აქ ყველას არა აქვს ხმის უფლება.წითურნაწნავიანი მეკითხება:

„ზდაროვა, მიცანი? მე შენ გიცნობ“ - ამ დროს ექიმი მოდის და დროულად მეფარება წინ. ირკვევა, რომ ეს მარინაა და ხშირად ატარებს ასეთ „ფოკუსებს“. მას პალატაში კეტავენ, მაგრან მისი ხმა მთელ სართულზე ისმის: რატომ დაუძახეთ მათ და მე არა? გამიშვი, მე ხმის მისაცემად წავალ…

რიგში დგება თმებდავარცხნილი მოხუცი და ჩიფჩიფებს: მთელი ცხოვრება გვასულელებენ, მოვიდნენ არჩევნებზე, ისევ გვასულელებენ“…

ის  ცდილობს ათქმევინოს კომისიას, სად არის მისი შემსალაროს წიგნაკი, რომელიც წაართვეს და შესანახად წაიღეს. ხმის მიცემას აშკარად არ აპირებს, მედდას მისი არეული გრძნობების დაოკება უწევს.

გასასვლელში რომელიღაც ქალბატონი ხითხითებს და უკანალზე მჩქმეტს. ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი რამ აქ ნორმალურია.

ერთ-ერთ განყოფილებაში ხუჭუჭწევერიანი ყმაწვილი ხმის მისაცემად ცარიელ სასადილოში შედის, სკამზე ეშვება და მელანქოლიურად აცხადებს: მე გადავიფიქრე ხმის მცემა, როცა გავიგე, რომ 6 წლით ვირჩევთ პრეზიდენტს! საშინლად დიდი ვადაა!
ამომრჩევლებმა  უბნის დახურვამდე გაცილებით ადრე მისცეს ხმა. ამიტომ საღამოს 5 სათისთვის კომისია ჩაის დასალევად გაემართა.

შორეულ აღმოსავლეთში ამომრჩეველთა აქტივობა 76 % იყო, ჩვენ მათი რეკორდი უკვე მოვხსენით, ჩვენთან უკვე თითქმის 100%-მა მისცა ხმა, - ამბობს პოლიციელი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომელიც უბანს იცავს.

მთელი დღის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე მიმტიკიცებდა: „როგორც  საავადმყოფო მისცემს ხმას, ისე მისცემს ხმას ქვეყანაც.“

თითქმის ასეცაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით. აქ როგორც ჩანს, კომუნისტები  არ უყვართ:

პუტინმა ფსიქიატიულში ხმების უმრავლესობა - 59, 65% მიიღო, ჟირინოვსკიმ 12,38%, პროხოროვმა - 10,65%,  ზიუგანოვმა - 9, 65, მირონოვმა კი - 5, 69%.