
ლუკაშენკოს სკანდალური განცხადება: სჯობს დიქტატორი იყო, ვიდრე ჰომოსექსუალი...
20:22:55     05-03-2012
ბელორუსის მმართველმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ღიად და საზოგადოდ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება თუ აზრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვესტერველის მიმართ: „სჯობს დიქტატორი იყო, ვოდრე ჰომოსექსუალი“, – აღნიშნა მან. ამ ინფორმაციას გაზეთი „დი ველთი“ ავრცელებს.
ზემოთაღნიშნული ფრაზით, ბელორუსიის ავტორიტარმა მმართველმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, საკუთარ კრიტიკოსებს ევროკავშირიდან, საშუალება მისცა კიდევ ერთხელ ჩაეხედათ მის სულიერ სამყაროში.
ლუკაშენკოს ყურადღება კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა, რადოსლავ სიკორსკოვმაც დაიმსახურა. ლუკაშენკომ უბრალოდ აღნიშნა რომ ვესტერველი არ მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, მაშინ, როცა სიკორსკოვს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.
ევროკავშირმა გასულ სამშაბათს ბელორუსიაში ადამიანის უფლებების მკვეთრი დარღვევების გამოვლინების გამო, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გატარება გადაწყვიტა. ამის საპასუხოდ, მინსკმა ევროკავშირში ბელორუსიის წარმომადგენელი, მაირუ მორა გამოიწვია.
შედეგად კი, ევროკავშირმა ბელორუსიდან ამ გაერთიანებაში მყოფი თითოეული ქვეყნის ელჩი გაიწვია. ამ მომენტისათვის, ბელორუსის 229 მოქალაქის სახელი და გვარია დაფიქსირებულია იმ ადამიანების სიაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზების მიღება.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ვესტერველმა ლუკაშენკოს „სამყაროს უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ლუკაშენკოს მხრიდან, გერმანელ მინისტრზე, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, საჯარო თავდასხმისა.
2011 წლის თებერვალში, ლუკაშენკომ ვესტერველს ურჩია „ნორმალური ცხოვრების წესი აერჩია“. ამ შეხვედრას სიკორსკიც ესწრებოდა. მოგვიანებით, ლუკაშენკომ აღნიშნული ფრაზისთვის მოიბოდიშა, მაგრამ ამავდროულად დასძინა, რომ არ უყვარს ჰომოსექსუალები.