ივანიშვილის ლექსიკონში ტერმინი „დანარჩენი საქართველო“ გაჩნდა

  16:02:14     05-03-2012

ბიძინა ივანიშვილისთვის რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება პრობლემას არ წარმოადგენს, არახალია.

„გურამ ოდიშარია – ცნობილი სოხუმელი მწერალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში“– განაცხადა ივანიშვილმა.

მორიგი „წამოცდომა“ ოლიგარქს, სოციალურ ქსელში ჰქონდა, როდესაც მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. ოლიგარქმა, კითხვაზე, აქვს თუ არა გეგმა, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დაბრუნების მიმართულებით, კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, თუმცა აღიარა, რომ მისთვის ეს პრობლემა მეორეხარისხოვანია და ურჩევნია „დანარჩენ საქართველოს“ მიხედოს.

„აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. მათაც აქვთ საკუთარი აზრი, შეხედულებები, პრობლემები და იმედები. როცა ადამიანს აძალებ – იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც შენ გსურს, ის ყოველთვის ეცდება მოგერიდოს. ამ კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია მაშინ, თუ ხალხს გაუჩნდება ერთად ყოფნის სურვილი, თუ შევძლებთ აღვადგინოთ ნდობა. პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იმაზე, რომ დანარჩენ საქართველოში მოვაგვაროთ პრობლემები“– განაცხადა ოლიგარქმა.

მოკლედ, ბიძინა  „პუწინის“ იდეებს ხან სოციალურ ჭრილში გვთავაზობს, ხან ფილოსოფიურში.   საინტერესოა, საიდან სადამდეა ივანიშვილისთვის“დანარჩენი საქართველო“. პუტინის რუკის მიხედვით თუ „შუშის სასახლის“ მიდამოებში?!.