ეკა ბესელია ქუცნაშვილს ეჩხუბა და „ქართული ოცნებიდან“ მიდის...

  16:15:14     03-03-2012

ბიძინას კარზე არეულობაა. ეკა ბესელიას თამაშგარე ტოვებენ. „პრესა ჯის“ თავად ივანიშვილის გარემოცვიდან მოუყვნენ, რომ ბესელიას ივანიშვილის გარემოცვაში თინიკო ხიდაშელი და ზაქარია ქუცნაშვილი ჩაჩოჩებას უპირებენ. მეტიც, იურიდიული ჯგუფის ბოლო შეკრებაზე, რომლის შემადგელობაში ეკა ბესელიაც შედიოდა,  რატომღაც მას არ დაუძახეს. ამის გამო, ბესელიას ქუცნაშვილისთვის ტელეფონით დაურეკავს და მათ შორის სერიოზული ჩხუბი გამართულა.

 წყაროს ინფორმაციით, არც ის გამოირიცხება, რომ ბესელიამ „ქართული ოცნება“  დატოვოს ან უკიდურეს ვარიანტში, დამოუკიდებელ მაჟორიტარად თბილისის რომელიმე უბანში კენჭი იყაროს და უბრალოდ, ივანიშვილის მხარდაჭერა გამოაცხადოს. ასე რომ, ბესელია არც ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფშია, არც კოალიციის მმართველ შემადგენლობაში და მეტიც, ბოლო დროს მას ქუცნაშვილი ივანიშვილთან მისასვლელე გზებსაც „უბლოკავს“.

მურმან დუმბაძისა და ახლა უკე ბესელიას მაგალითები იმის ნიმუშია, რომ ივანიშვილის  ხელოვნურად შეკოწიწებულ პარტიულ თავკომბალაში, სერიოზული დაპირისპირებაა, ხოლო ოლიგარქზე  გავლენას „რესპუბლიკელები“ ახდენენ. ქუცნაშვილსა და ხიდაშელს ერთ „კამანდაში“ მოიაზრებენ, რადგანაც ბესელიას გავლენები ივანიშვილთან  თავიდან თვალშისაცემად მაღალი იყო, ხიდაშელისა და რესპუბლიკელების ჩართვისთანავე კი, სიტუაცია მისადმი რადიკალურად  შეიცვალა. მეტიც, როდესაც იურუდიული ჯგუფის მედიასთან პრეზენტაცია შედგა, ეკა ბესელიას არ შეატყობინეს, ივანიშვილს კი უთხრეს, ბესელია თავად არ მოვიდაო. ამ ფაქტის გამო ბესელია ისე გაღიზიანდა, რომ ქუცნაშვილს დაურეკა და მათ შორის რა საუბარიც გაიმართებოდა, ძნელი მისახვედრი არაა.

ბესელია ივანიშვილის მოქალაქეობის საქმესაც ჩამოაშორეს ... ქუცნაშვილმა ხელფასი გაუნახევრა, ბევრს გართმევსო - ბიძინა დააჯერა. მეტიც, ქალბატონი ადვოკატი აღარც დადის შუშის სასახლეში და თავის პირად ოფისში იმყოფება. ბესელიას  მაჟორიტარად კენჭისყრას კი პოლიტსაბჭო, რომელშიც ალასანიას, რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორუმის შემადგენლობა შედის, მხარს არ უჭერსო.

მოკლედ, ივანიშვილის  კარზე სრული ანარქიაა, სადაც ერთი დაჯგუფების წევრები მილიარდერის ფულებს „მოასხდნენ“ და თავის ჭკუაზე ატარებენ. თანაც ცნობილია ივანიშვილის სუსტი მხარე,: დილას ის სხვას უგდებ ყურს, შუადღისას-მეორეს, ხოლო საღამოს სხვის დაკრულზე დადის. ასე რომ თავად შიგნით აქვთ განხეთქილება, პოსტებს და ფინანსებს ვერ იყოფენ  და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ?

„პრესა ჯი“ კომენტარისათვის ეკა ბესელიას ურეკავდა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, რაც შეეხება ქუცნაშვილს  მას ამ თემის გაგონება არ ესიამოვნა, თუმცა ინფორმაცია  ნაწილობრივ დაადასტურა:

-ბატონო ზაქრო, ბოლოს და ბოლოს  რჩება თუ არა ეკა ბესელია ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის შემადგენლობაში?ის თქვენზე ნაწყენი ყოფილა, რომ იურიდიული ჯგუფის პრეცენტაციაზე არ დაპატიჟეთ და ამის გამო საყვედურიც კი მიგიაღიათ..

-რჩება თუ არა ის იურიდიული ჯგუფის შემადგენლობაში, ეს  უნდა ჰკითხოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე, ზაქარია ქუცნაშვილი არ ვწყვეტ ასეთ  საკადრო საკითხებს..

-თქვენ  გბრალდებათ, რომ თქვენ ბლოკავთ ბესელიას ივანიშვილის იურიდიულ ჯგუფში .

-მე ვერ დამბრალდება, ამას წყვეტს იმ იურიდული ჯგუფის შემადგენლობა და თავად ბატონი ბიძინა. ასე რომ, მეტს ვერაფერს გეტყვით.